Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატი ორი მედლით დაასრულა - ლუხუმ ჩხვიმიანის (60 კგ) ოქროთი და ლუკა მაისურაძის (81 კგ) ბრინჯაოთი. ინდივიდუალური პირველობის დასკვნით დღეს, 31 აგვისტოს, ტოკიოს ტატამზე მძიმეწონოსნები გავიდნენ და საქართველოს სახელით კონკურენციაში ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი ჩაება, მაგრამ კვარცხლბეკზე ზედიზედ მეორედ ასვლა ვერ შეძლო.

ძირითად ბადეში თუშიშვილი ნახევარფინალამდე მივიდა და ოქროს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი იაპონელ ჰისაიოში ჰარასავასთან წაგებით დაკარგა, რეპეშაჟის ფინალში კი ჰოლანდიელ როი მეიერთან დამარცხდა და მეხუთე ადგილს დასჯერდა.

1 სექტემბერს იაპონიაში მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი გაიმართება, მაგრამ საქართველოს ნაკრების გარეშე, რადგან ქართველებმა შერეული გუნდის დაკომპლექტება ვერ შეძლეს მსოფლიოს განაცხადში ძიუდოისტი ქალების არყოლის გამო.

XS
SM
MD
LG