Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონმა და როჰანიმ ერთმანეთს მოთხოვნები წაუყენეს ბირთვულ შეთანხმებაზე და რეგიონულ კონფლიქტებზე


საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანის მოუწოდა თავდაჭერით იმოქმედოს რეგიონში მზარდი დაძაბულობის ფონზე, ირანის ლიდერმა კი ევროპას მიმართა, გაატაროს ზომები 2015 წლის საერთაშორისო ატომური ხელშეკრულების გადასარჩენად.

მაკრონის ოფისმა 31 აგვისტოს გამოაცხადა, რომ საფრანგეთის ლიდერი ირანის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და სთხოვა "გაატაროს საჭირო ზომები" საიმისოდ, რომ იემენის ომში მოლაპარაკებას შეუწყოს ხელი. ამავე ცნობით, მაკრონმა ირანს მოუწოდა გამოიჩინოს "მაქსიმალური თავდაჭერა ლიბანში, რათა არაფერმა შეუქმნას საფრთხე სტაბილურობას, ამ დიდი დაძაბულობის მომენტში".

ირანი, რომლის მოსახლეობა ძირითადად შიიტი მუსლიმია, იემენში ჩართულია კონფლიქტში სუნიტების უმრავლესობის მქონე საუდის არაბეთთან. იემენის მთავრობა, რომელსაც მხარს უჭერენ საუდის არაბეთი და მისი სამხედრო მოკავშირეები, 2015 წლიდან ებრძვის ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუთიტ მეამბოხეებს.

პარალელურად, შექმნილია დაძაბული კონფლიქტი ისრაელსა და ირანს შორის, ლიბანის გარშემო, რაც ზრდის შეიარაღებული კონფლიქტის შიშს ამ ორ, მწვავე მეტოქეს შორის.

მაკრონის ოფისმა ასევე განაცხადა, პრეზიდენტმა ირანს კიდევ ერთხელ მოუწოდა დაიცვას ატომური ხელშეკრულებაო.

როჰანიმ კი მაკრონი გააფრთხილა, რომ ირანი კიდევ უფრო მეტად შეამცირებს ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების შესრულებას, თუ ევროპა თავის ვალდებულებებს არ უერთგულებს.

XS
SM
MD
LG