Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰონგ-კონგში დემონსტრანტებმა აეროპორტის გზა გადაკეტეს


ჰონგ-კონგში 1 სექტემბერს ათასობით დემონსტრანტმა გადაკეტა აეროპორტისკენ მიმავალი გზები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც ნაწილი მცდელობისა მეტი ყურადღება მიექცეს მათ ბრძოლას დემოკრატიზაციისთვის ამ, ჩინეთის მიერ მართულ ქალაქში, რომელშიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური პოლიტიკური კრიზისია შექმნილი.

გავრცელებული ცნობებით, კვირას გაუქმებულ იქნა ათზე მეტი ავიარეისი, დემონსტრანტების მიერ ქუჩების გადაკეტვის გამო. რამდენიმე საათით ადრე ჰონგ-კონგის ცენტრში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ძალადობრივი შეხლა-შემოხლა მოხდა. ზოგიერთი დემონსტრანტი ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილებს" ისროდა, პოლიციამ კი საპასუხოდ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გაუშვა ხალხში.

ჩინეთის ნახევრად ავტონომიურ ოლქში, ჰონგ-კონგში, გამოსვლები დაიწყო 12 კვირის წინ, მოწოდებით გაეუქმებინათ კანონპროექტი, რომელიც დანაშაულში ეჭვმიტანილების ჩინეთისთვის მარტივად გადაცემას დააკანონებდა. შემდგომში გამოსვლები გაფართოვდა და მოთხოვნები გაიზარდა, რასაც მოჰყვა ჩინეთის მუქარა, რომ გულხელდაკრეფილი არ იქნებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG