Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წითელი ჯვარი: იემენში საჰაერო დარტყმებს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა


წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განცხადებით, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ, რომელიც იემენში მეამბოხეებს ებრძვის, საჰაერო დარტყმები განახორციელა იემენის სამხრეთაღმოსავლეთში მდებარე პატიმრების დაკავების ცენტრზე, რასაც 100-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

კომიტეტის განცხადებით, ქალაქ დჰამარზე მიტანილ იერიშებს გადაურჩა სულ მცირე 40 პირი, რომლებიც ახლა საავადმყოფოებში მკურნალობენ.

ირანის მოკავშირე, ჰუთიტების მეამბოხე მოძრაობა, რომელიც იემენის მთავრობას ებრძვის, მანამდე აცხადებდა, რომ საჰაერო დარტყმების შედეგად მოკლულია სულ მცირე 60 ადამიანი და დაიჭრა 50-მდე პირი.

საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია აცხადებს, რომ იერიში მიიტანა სამხედრო ობიექტზე, რომელსაც ჰუთიტები იყენებდნენ საფრენი აპარატების და რაკეტების საწყობად. კოალიცია ამბობს, რომ მოქმედებდა საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონების შესაბამისად და გაატარა ზომები სამოქალაქო პირების დასაცავად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG