Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფაინენშლ ტაიმსი: რუსი მილიარდერის, გენადი ტიმჩენკოს კომპანიამ სირიაში ფოსფატების წარმოების უფლება მიიღო


გენადი ტიმჩენკო
გენადი ტიმჩენკო

რუსი მილიარდერის, გენადი ტიმჩენკოს კომპანია „სტროიტრანსგაზ ლოგისტიკამ“ სირიის ხელისუფლებისგან მიიღო უფლება, აწარმოოს ფოსფატების მოპოვება, ასევე ტარტუსის პორტის ექსპლუატაციის კონტრაქტი, რათა მოახდინოს უცხოეთში მათი ექსპორტი. ამის შესახებ იტყობინება "ფაინენშლ ტაიმსი". გამოცემის ცნობით, ჰომსის ქარხანაში, რომელსაც სირიაში ფოსფატების წარმოებისთვის „საკვანძო“ მნიშვნელობა აქვს, რუსული კომპანია აპრილში მივიდა. „სტროიტრანსგაზის“ წარმომადგენელი ირწმუნება, რომ არც მას და არც მის შვილობილ კომპანიებს არა აქვთ კონტრაქტები სირიაში. ამავე დროს სირიის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების მთავარი სამმართველო ჯერ კიდევ 2017 წელს იტყობინებოდა, რომ რუსულმა კომპანიამ დაიწყო სირიაში, პალმირის მახლობლადფოსფატების წარმოების აღსადგენი სამუშაოები და წიაღისეულის მოსაპოვებლად მზადება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG