ისრაელის სამხედრო სარდლობამ განაცხადა, რომ არმიის ბაზას და ავტომობილებს ცეცხლი გაუხსნეს. ისროდნენ ლიბანის ტერიტორიიდან. ისრაელის მხარემ საპასუხო დარტყმა განახორციელა. როგორც როიტერსი აღნიშნავს, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში ლიბანის საზღვრებთან დაძაბულობის გამწვავების გამო იზრდება შეშფოთება კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის გამო.
„ჰესბოლას“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ გაანადგურა ისრაელის სამხედრო ავტომობილი შიგ მსხდომ ადამიანებთან ერთად. ისრაელი ამტკიცებს, რომ მის სამხედრო მოსამსახურეთა შორის მსხვერპლი არ არის.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც დარწმუნებულია მოახლოებულ არჩევნებში თავისი პარტიის გამარჯვებაში, შესაძლოა ახალ პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს შეეჯახოს სამხედრო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში. მაგრამ, როიტერსის თანახმად, პრემიერის სიტყვებიდან ჩანს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. მან განაცხადა, რომ ისრაელის მხარეს არ არის მსხვერპლი, არ არიან დაჭრილები, „არ არის ერთი განაკაწრიც კი.“