Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა გააფრთხილა ევროპა, რომ ახალი პირობები უნდა წარმოადგინოს 6 სექტემბრამდე


ირანის მთავრობის პრესსპიკერი ალი რაბიეი.
ირანის მთავრობის პრესსპიკერი ალი რაბიეი.

ირანმა გააფრთხილა ევროპა, რომ მან ახალი პირობები უნდა წარმოადგინოს 6 სექტემბრამდე, სანამ თეირანი „ძლიერ ნაბიჯს გადადგამს“ 2015 წელს ხელმოწერილი ბირთული შეთანხმებისგან დისტანცირების მიმართულებით.

მთავრობის პრესსპიკერის, ალი რაბიეის ეს განცხადება წინ უსწრებს მოსკოვში ირანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, მოჰამად ჯავად ზარიფისა და სერგეი ლავროვის შეხვედრას.

ალი რაბიეის თქმით, ირანისა და საფრანგეთის შეხედულებები უფრო დაახლოვდა მას მერე, რაც პრეზიდენტი ჰასან როჰანი ტელეფონით ესაუბრა თავის ფრანგ კოლეგას, ამანუელ მაკრონს. მაგრამ, რაბიეიმ დასძინა, რომ ირანი „ძლიერ ნაბიჯს გადადგამს“ ბირთვული შეთანხმებისგან დისტანცირებისთვის, თუკი ევროპის ქვეყნები ახალ პირობებს არ წარმოადგენენ 6 სექტემბრამდე. თეირანის თქმით, ამ ვადის შემდეგ ის კიდევ უფრო ნაკლებად შეასრულებს ბირთვული შეთანხმების პირობებს.

ზარიფმა, რომელიც ირანის დელეგაციას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ მოსკოვში ის განიხილავს ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონულ საკითხებს, მათ შორის სირიასთან და ავღანეთთან დაკავშირებით, და 2015 წელს ხელმოწერილ შეთანხმებასთან დაკავშირებულ უკანასკნელ მოვლენებს.

XS
SM
MD
LG