Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ავღანეთის მთავრობას აჩვენა სამშვიდობო გეგმის პროექტი


პრეზიდენტ აშრაფ ღანისა და ზალმაი ხალილზადის შეხვედრა
პრეზიდენტ აშრაფ ღანისა და ზალმაი ხალილზადის შეხვედრა

ავღანეთის სამშვიდობო მოწესრიგების საკითხში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელმა ავღანეთის მთავრობას აჩვენა აშშ-სა და თალიბანს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 18 წლიანი შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებას.

ავღანეთის პრეზიდენტის მრჩეველმა ვაჰიდ ომერმა 2 სექტემბერს ტვიტერში გაავრცელა ცნობა ზალმაი ხალილზადისა და პრეზიდენტ აშრაფ ღანის შეხვედრის შესახებ, რომლის დროსაც ვაშინგტონის წარმომადგენელმა წარმოადგინა ჩარჩო-შეთანხმების პროექტის ასლი.

აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა ავღანეთის ხელისუფლებამ უნდა შეისწავლოს და „აწონ-დაწონოს“ შეთანხმების პროექტის დეტალები, განუცხადა ორშაბათს ჟურნალისტებს ავღანეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა სედიყ სედიყიმ.

ამ განცხადების ფონია 1 სექტემბერს, თალიბანის ექსტრემისტების იერიში ბაღლანის პროვინციის დედაქალაქ პული-ხუმრიზე. ერთი დღით ადრე, 31 აგვისტოს სისხლიანი თავდასხმა ჩრდილოეთში მდებარე, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ კუნდუზზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG