Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ მთავრობას მასშტაბური რეფორმის მომზადება დაავალა


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მინისტრთა კაბინეტს დაავალა სახელმწიფო საწარმოების მასშტაბური პრივატიზება, მიწების ყიდვა-გაყიდვაზე მორატორიუმის გაუქმება და ასევე სათამაშო ბიზნესისა და ქარვის მოპოვების ლეგალიზება.

ამ და, ეკონომიკის დემონოპოლიზაციისკენ მიმართულმა, სხვა რეფორმისტულმა ნაბიჯებმა, უკრაინის პრეზიდენტის აზრით, უნდა განაპირობოს ინვესტიციების მოზიდვა და ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა.

ზელენსკი ორშაბათს გამოვიდა ამ მიმართვით მთავრობის პირველ სხდომაზე მას შემდეგ, რაც უმაღლესმა რადამ დაამტკიცა უკრაინის ახალი მინისტრთ კაბინეტი, 35 წლის პრემიერ-მინისტრ ალექსეი გონჩარუკის თავმჯდომარეობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG