Accessibility links

მაიკ პენსი აცხადებს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნების საქმეებში ერევა


მაიკ პენსი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი აცხადებს, რომ საჭიროა ფხიზლად ყოფნა რუსეთის განზრახვის გამო, ჩაერიოს სხვა ქვეყნების საქმეებში. „ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ ფხიზლად რუსეთის განზრახვისა და ქმედებების გამო“, - განაცხადა ვარშავაში პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მაიკ პენსმა.

მანამდე, ივლისში, აშშ-ის გამოძების ფედერალური ბიუროს დირექტორმა კრისტოფერ რეიმ განაცხადა, რომ რუსეთს გადაჭრით აქვს გადაწყვეტილი ჩაერიოს აშშ-ის საარჩევნო კამპანიაში. მისი სიტყვებით, რუსების „ეს განზრახვა“ ეჭვს გარეშეა.

რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის შეკითხვაზე, თუ რამდენად ეფექტურია აშშ-ის მიერ მიღებული საპასუხო ზომები რუსეთის შესაკავებლად, - კრისტოფერი რეიმ უპასუხა, რომ „არასაკმარისია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG