Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა აღიარა კოსმოსურ ცენტრში მომხდარი აფეთქება


იმამ ხომეინის კოსმოსური ცენტრის სატელიტური ფოტო
იმამ ხომეინის კოსმოსური ცენტრის სატელიტური ფოტო

ირანის ხელისუფლებამ დაადასტურა ერთ-ერთ მის კოსმოსურ ცენტრში ტექნიკური გაუმართაობის გამო მომხდარი აფეთქება მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში გავრცელდა აფეთქების შესახებ სატელიტით გადაღებული სურათები.

ირანის მთავრობის წარმომადგენელმა ალი რაბეიმ გამორიცხა საბოტაჟის შესაძლებლობა და 2 სექტემბერს თქვა, რომ აფეთქება იმამ ხომეინის კოსმოსურ ცენტრში მოხდა „ცდის ეტაპზე“.

„სასტარტო მოედანზე არ გადაუტანიათ არც ერთი თანამგზავრი“, - თქვა რაბეიმ და დაამატა, რომ ინცინდენტს არ გამოუწვევია არავითარი სასიკვდილო შედეგი.

28 აგვისტოს მომხდარი აფეთქება ითვლება ამ წლის განმავლობაში ირანული რაკეტის მესამე წარუმატებელ სტარტად.

აშშ-ს არავითარი შეხება არ აქვს „რაკეტა საფირის ბოლო მოსამზადებელი გაშვების დროს მომხდარ კატასტროფულ ინცინდენტთან“, - დაწერა 30 აგვისტოს ტვიტერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომლის ტვიტს ახლდა სატელიტური ფოტო აფეთქებული რაკეტისა და სერიოზულად დაზიანებული გამშვები სადგურისა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG