Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ მოსკოვში სამი აქტივისტი დააკავა, მათ შორის ლიუბოვ სობოლი


ლიუბოვ სობოლი
ლიუბოვ სობოლი

რუსმა სამართალდამცველებმა 2 სექტემბერს დააკავა ოპოზიციის სამი აქტივისტი 31 აგვისტოს არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობისა და სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტების გამო.

ლიუბოვ სობოლი, კრემლის კრიტიკოს ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ადვოკატი, მოსკოვის პოლიციის ერთ-ერთ რაიონულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

31 აგვისტოს სობოლომა „განუკითხაობა“ უწოდა აქციაში მონაწილეთა დაკავებას, რისთვისაც პასუხისმგებლობა მოსკოვის ხელისუფლებას დააკისრა.

მიუხედავად ნებართვის არარსებობისა, რამდენიმე ათასმა კაცმა მოაწყო მსვლელობა მოსკოვის ქუჩებში 31 აგვისტოს, თავისუფალი მუნიციპალური არჩევნებისა და ოპოზიციის აქტივისტების კანდიდატებად დარეგისტრირების მოთხოვნით.

პოლიციის მიერ დაკავებულთა შორის არიან ასევე "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტი ილია აზარი. მას პოლიციამ სახლში მიაკითხა, სადაც ორი წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა. ილია აზარის ცოლმა ქმრის ფეისბუკში დაწერა, რომ სახლში მისულს ორი წლის ბავშვი სახლში მარტო დახვდა.

პოლიციამ მოსკოვში დააკავა ასევე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის თანამშრომელი ნიკოლაი ლიასკინი. დაკავების დროს, ლიასკინის თანახმად, მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნა უხეში ძალა.

იუწყებიან, რომ ილია აზარმა და ნიკოლაი ლიასკინმა უკვე დატოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილება.

XS
SM
MD
LG