Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ გამორიცხა ორმხრივი მოლაპარაკებები აშშ-სთან


ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ გამორიცხა ორმხრივი მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან, თუმცა მის მიმართ სანქციების გაუქმება შესაძლებელს გახდიდა მრავალმხრივ მოლაპარაკებებს იმ ქვეყნების ჩათვლით, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაზე.

3 სექტემბერს პარლამენტის ღია სესიაზე გამოსვლისას როჰანიმ ასევე თქვა, რომ ირანი მზადაა, „უახლოეს დღეებში“ კიდევ უფრო ნაკლებად დაიწყოს 2015 წლის შეთანხმების პირობების დაცვა, თუკი მიმდინარე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოვიდა წინადადებით, ირანის ლიდერებთან მოლაპარაკებები გამართოს მაშინ, როცა ვაშინგტონი თეირანზე „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანიას აწარმოებს. ირანის ხელისუფლება გამუდმებით აცხადებს, რომ ნებისმიერი მოლაპარაკებების გამართვამდე საჭიროა სანქციების გაუქმება.

ამავე დროს როჰანიმ ევროპის ქვეყნები გააკრიტიკა და თქვა, რომ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ნაცვლად, ისინი აშშ-ს მაგალითს მისდევენ 2015 წლის შეთანხმებიდან გასვლასა და სანქციების ხელახლა დაწესებაში.

როჰანის განცხადების ფონზე ირანელი დიპლომატები საფრანგეთში აწარმოებენ მოლაპარაკებებს ბირთვული შეთანხმების გადარჩენის მიზნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG