Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში ერთმანეთს შეხვდნენ ნატოს გენერალური მდივანი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი


მაიკ პომპეო და იენს სტოლტენბერგი
მაიკ პომპეო და იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ დასავლეთის სამხედრო ალიანსი „სრულად უჭერს“ ვაშინგტონის ძალისხმევას მიმართულს ავღანეთის პრობლემის სამშვიდობო მოწესრიგებისკენ.

„დიდებული საუბარი გვქონდა სახელმწიფო მდივან პომპეოსთან უსაფრთხოების მიმდინარე საკითხებზე. ნატო სრულად უჭერს მხარს ავღანეთში მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ ძალისხმევას. მე ვგმობ ახლახანს მომხდარ შემზარავ თავდასხმებს, ხოლო ნატო ერთგულად აგრძელებს ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მხარდაჭერას“, - დაწერა ტვიტერში იენს სტოლტენბერგმა 3 სექტემბერს მაიკლ პომპეოსთან გამართული დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

2 სექტემბერს სულ მცირე 16 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 119 კაცი დაიჭრა ქაბულის ცენტრში, „მწვანე ზონის“ მახლობლად წუხელ მომხდარი თავდასხმის შედეგად, რომელზეც თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა.

ამ მორიგი, სექტემბრის დასაწყისში უკვე მეორე, თავდასხმის ფონია აშშ-სა და თალიბანს შორის 18 წლიანი ომის დასრულების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები, რომლის დროსაც აშშ-ის წარმომადგენლის, ზალმაი ხალილზადის სიტყვებით, „პრინციპში“ მიღწეულია შეთანხმება.

XS
SM
MD
LG