მოსკოვის პოლიციამ 3 სექტემბერს დააკავა დაურეგისტრირებელი ლიბერტარიანული პარტიის თავმჯდომარე სერგეი ბოიკო, რომელიც ბრალდებულია წინასწარი შეტყობინების გარეშე აქციის ჩატარებისთვის. თავად ბოიკომ „მბხ მედიას“ უთხრა, რომ მისი დაკავების საბაბი გახდა იმ ვიდეოს რეპოსტი, რომელშიც ანტიკორუფციული ბრძოლის ფონდის იურისტი, ლიუბოვ სობოლი, 31 აგვისტოს არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა.
ამ აქციის გამო დღესვე ასევე დააპატიმრეს ოპოზიციონერი აქტივისტი მარკ გალპერინი, რომელსაც პოლიცია სადარბაზოსთან ელოდებოდა. მას ბრალად ედება ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობა.
ორშაბათს პოლიციამ დააპატიმრა ადვოკატი ლიუბოვ სობოლი, მუნიციპალური დეპუტატი ილია აზარი და ნიკოლაი ლიასკინი, ალექსეი ნავალნის თანამებრძოლი. მათ გაუფორმეს ადმინისტრაციული ოქმები, შეუთანხმებელ აქციაში მონაწილეობის გამო.