Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის წინ აქცია "სირცხვილია" გაიმართება


3 სექტემბერს პარლამენტის წინ აქცია "სირცხვილია" კვლავ სატელევიზიო ფორმატის ნაცვლად აქციის ფორმატში გაიმართება. "კონკრეტული მოთხოვნა არის, არ დაამტკიცონ გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტზე. წარადგინონ სხვა კანდიდატი - ნებისმიერი. ჩვენი მოთხოვნაა გიორგი გახარია არ დააწინაურონ და მიიყვანონ ეს ქვეყანა ნორმალურად პროპორციული არჩვენებამდე და არა ვადამდელ არჩევნებამდე, რათა ქართულმა საზოგადოებამ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. აქ ვირეშმაკულ ტრიუკებს ვეღარ ჩაგვიტარებენ და თუ იქნება ამის მცდელობა, პასუხიც იქნება შესაბამისი" - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი.

"საკუთარი მოქალაქეების დამასახიჩრებელი, დამნაშავე მინისტრის დაწინაურება არის ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, ივანიშვილმა ღია ომი გამოუცხადა სამოქალაქო საზოგადოებას." - წერია ფეისბუქის ივენთში, რომელიც აქციის მხარდასაჭერად არის შექმნილი.

პარლამენტის წინ მხარდამჭერებს შეკრებისკენ მოუწოდებს გაერთიანებული ოპოზიციაც.

საპროტესტო ტალღა უკავშირდება პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას წარდგენას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG