Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომუნიკაციების კომისიამ „ტვ პირველი“ დააჯარიმა


კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია პირველი ეთერში მხატვრული ფილმების არამართლზომიერი ჩვენების გამო, 23513.21 ლარით დააჯარიმა.

„კომპანიის მხრიდან კანონდარღვევის ჩადენის დენადი ხასიათის გამო, აღნიშნული ოდენობის ჯარიმა მაუწყებელს, კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ოდენობით, კომპანიის წლიური შემოსავლის 0.6 % დაეკისრა“,- ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.

წერილში ასევე ვკითხულობთ, რომ 2019 წლის 29 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ „ტვ პირველის“ ეთერში ნაჩვენებია ფილმები, რომლის მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიას არ გააჩნია.

„კომისიის მხრიდან არაერთი მცდელობისა და კომპანიისთვის დამატებითი ვადის მიცემის მიზნით კომისიის სხდომების გადადების მიუხედავად, ტელეკომპანიამ აღნიშნულ ფილმებზე შესაბამისი დოკუმენტაცია არ წამოადგინა“,- აცხადებს კომუნიაციების ეროვნული კომისია,

კომისია განმარტავს, რომ მსგავსი კანონდარღვევის გამო, „ტვ პირველი“ 2019 წლის 7 მარტს წერილობით გააფრთხილეს, ხოლო 30 მაისს ფინანსური ჯარიმა, კომპანიის შემოსავლის 0.1% - 3496.74 ლარის ოდენობით დააკისრეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG