მოსკოვში 79 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსულ ენაზე ყურანის ცნობილი მთარგმნელი ვალერია პოროხოვა. მეგობრების თქმით 4 სექტემბერს მოსკოვის ერთ-ერთ მეჩეთში გაიმართება ცნობილი მთარგმნელისა და მუსლიმანი აქტივისტის პანაშვიდი.
პოროხოვას მიერ რუსულ ენაზე თარგმნილი ყურანი იყო ერთადერთი, ლექსებში შესრულებული და აღიარებული ისლამის მეცნიერების მიერ, მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ყოფილ საბჭოთა კავშირში.
პოროხოვა სირიის მოქალაქეზე გათხოვდა 1975 წელს და მოსკოვიდან საცხოვრებლად გადავიდა დამასკში, სადაც მიიღო ისლამი და დაირქვა ალტერნატიული სახელი იმანი. სირიაში იგი მუშაობდა რუსულ ენაზე ყურანის თარგმანზე, რომელიც დაასრულა 1991 წელს. პოროხოვას მიერ რუსულ ენაზე თარგმნილი მუსლიმთა წმინდა წიგნი 12-ჯერ გამოიცა.