Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქცია „სირცხვილია“ ბათუმში ევროპის მოედანზე ჩატარდა


„ე.წ. გავრილოვის ღამის დარბევიდან 76-ე დღეს ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია, გადაყენების ნაცვლად, დააწინაურა", - აცხადებდნენ 3 სექტემბერს აქციის მონაწილეები.

ისინი სწორედ გიორგი გახარიას წარდგენის გასაპროტესტებლად გამოვიდნენ ბათუმში, ევროპის მოედანზე.

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ბათუმელი და თბილისელი აქტივისტები ტრანფარანტებით ხელში ისევ მოითხოვდნენ - „ გახარია წადი“.

გიორგი ნონიაშვილი, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი საზოგადოების ნების წინააღმდეგ წავიდა.

„ეს არ არის ხალხის ნების შესრულება. „გავრილოვის ღამის" შემდეგ ჩვენ გვქონდა სამი პრინციპული მოთხოვნა. აქედან კი ერთ-ერთზე, რომელიც შს მინისტრის გადადგომას უკავშირდებოდა, პრინციპული წინააღმდეგობა ჰქონდა ხელისუფლებას. 20 ივნისის დარბევასა და პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე პასუხისმგებლობა სწორედ გახარიას ეკისრება. 78-ე დღეს ჩვენ ვიკრიბებით ბათუმსა და თბილისში. ჩვენ ვაპროტესტებთ სამთავრობო ცვლილებებს. გახარია უნდა წავიდეს. ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც მომეტებული ინიციატივა გამოიჩინა და დანაშაული ჩაიდინა 20 ივნისის ღამეს, ხალხის დარბევისას. ამასთან პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც საზოგადოების მიღწევაა, ჩვენი მონაპოვარია, იმიტომ რომ ხალხის მოთხოვნის გამო დათმო ხელისუფლებამ. ეს ცვლილება ჯერჯერობით არის დასაცავი, იმიტომ რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ჯერ კიდევ არ არის დაკანონებული კონსტიტუციურად“, - თქვა გიორგი ნონიაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG