Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IPN: არსებული ინფორმაციით, ნინო შუბლაძეს „რუსთავი 2“-ის გუნდს 4 სექტემბერს წარუდგენენ


ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი" (IPN) იტყობინება, რომ არსებული ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ყოფილ მოადგილეს, ნინო შუბლაძეს სამაუწყებლო კომპანიის გუნდს 4 სექტემბერს წარუდგენენ.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია IPN-თან საუბარში არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას, რომ ნინო შუბლაძე არხზე ბრუნდება.

„მოდით, დღეს აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარს არ გავაკეთებ და ხვალ ჩვენი არხის მეშვეობით გაიგებთ სიახლის შესახებ“, - თქვა სალიამ. კონკრეტულად, რა მიმართულებას უხელმძღვანელებს ნინო შუბლაძე, ამ ეტაპზე უცნობია.

21 აგვისტოს ნინო შუბლაზე არხზე მისი შესაძლო დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „ფეისბუკზე" გამოეხმაურა.

„სალამი ყველას სახედაკარგულებსაც!

პირველ რიგში დავიწყებ იმით რომ არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და კერძოდ რუსთავი2-ში დაბრუნების თაობაზე. შემოთავაზება მივიღე მხოლოდ ...
მეორე დღეა ვყურებ სრულ ისტერიას …ოდესმე ამ შოკიდანაც ალბათ გამოვალ ...

ენას ძვალი არ აქვს, თუმცა ვინც მიცნობს, ზუსტად იცის არასოდეს არც მორალურ ზღვარს გადამიბიჯებია ადამიანებთან, ჩემს კოლეგებთან ურთერთობაში, მიუხედავად იმისა რომ მარტივი წლები არ გაგვივლია ერთად ... არც ახლა გადავალ ამ ზღვარს....“, - წერდა შუბლაძე.

XS
SM
MD
LG