Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამტრედიაში ნავთობის ბაზაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამტრედიაში ნავთიბის ბაზაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ცეცხლი საწვავით სავსე რეზერვუარს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძარი ლოკალიზებულია
ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, არსებობდა ცეცხლის სხვა რეზერვუარებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად ხანძრის ლოკალიზება სწრაფად მოხერხდა.

ადგილზე მუშაობს 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებიდან.

ხანძრის გამომწვეი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

XS
SM
MD
LG