Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია მინისტრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენებში არ მონაწილეობს


პარლამენტის წევრი "ევროპული საქართველოდან" სერგი კაპანაძე
პარლამენტის წევრი "ევროპული საქართველოდან" სერგი კაპანაძე

ოპოზიციურმა პარტიებმა, „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი თქვეს მინისტრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობაზე.

“დღეს ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული გახარიას ე.წ. ახალი მთავრობა იწყებს განხილვებს კომიტეტებზე, სადაც ისინი წარმოადგენენ სამთავრობო პროგრამას. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ პროგრამის განხილვაში რაიმე მონაწილეობა მივიღოთ იმიტომ, რომ არაფერი ამ მთავრობის ხედვებში შეცვლილი არ არის. ეს ყველაფერი იყო პოლიტიკური ნაბიჯი ივანიშვილის მხრიდან, რომ გამოეწვია საზოგადოება გახარიას დანიშვნით“ - უთხრა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ „ევროპული საქართველოდან“ სერგი კაპანაძემ.

დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ საკომიტეტო მოსმენები დაიწყო რეგლამენტის დარღვევით, რადგან მოქალაქეებს არ მისცეს საჯაროს სხდომაზე დასწრების უფლება. „დღეს როცა ვხედავთ, რომ საქართველოს მოქალაქეების პროტესტი გრძელდება პარლამენტის შესასვლელთან, არ გვაქვს უფლება რუტინულ რეჟიმში გაგრძელდეს ივანიშვილის კაბინეტის მოსმენა“ - თქვა სალომე სამადაშვილმა.

მინისტრობის კანდიდატების მოსმენაზე დასწრება სურდათ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს, რომლებიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას წარდგენას აპროტესტებენ. ისინი პოლიციამ შენობაში არ შეუშვა.

XS
SM
MD
LG