Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს


ზაალ უდუმაშვილი
ზაალ უდუმაშვილი

პარლამენტის კომიტეტებში მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.

პარლამენტის წინ შეკრებილი გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები აპროტესტებენ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას წარდგენას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.

დღეს აქ მოვედით, რომ კიდევ ერთხელ გავაგებინოთ „ქართული ოცნების“ სამარცხვინო დეპუტაციას, რომ ისინი რასაც აკეთებენ, არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და არის მიმართული ქვეყნის საწინააღმდეგოდ," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას გაპრემიერებას არასდროს შეეგუება არა ოპოზიცია, არა სამოქალაქო სექტორი, არამედ საქართველოს მოსახლეობა, რომელსაც არ დავიწყებია და არ მოუშუშებია 20 ივნისის ჭრილობები და ვერც მოიშუშებს.

უდუმაშვილის განცხადებით, პროტესტი სულ უფრო გაძლიერდება, მასშტაბიც გაიზრდება და მოსახლეობა ხელისუფლებას საკუთარ ძალას აჩვენებს.

ზაალ უდუმაშვილის ინფორმაციით, საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის პარლამენტში 8 სექტემბერს დაგეგმილი სხდომაც, რომელზეც კენჭი უნდა უყარონ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

XS
SM
MD
LG