Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანი უკრაინის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრთან შეხვედრას გეგმავს


დავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზალკალიანი აპირებს უკრაინის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს, ვადიმ პროსტაიკოს სექტემბერში შეხვდეს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში

„უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. მე ვიცნობ ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს, ძალიან გამოცდილი კარიერული დიპლომატია. მქონდა კომუნიკაცია, მივულოცე მას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უახლოესი შეხვედრა შესაძლოა, უკვე სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებშიც მოხდეს. აუცილებლად ვგეგმავ ვიზიტს, მასაც დავპატიჟებ საქართველოში“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის სტატუსით პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დისპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების სხდომაზე გამოსვლისას.

დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს და უკრაინას ბევრი საერთო მიზანი აქვთ როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით, ისე ეკონომიკური კუთხით.

ვადიმ პროსტაიკო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრად 29 აგვისტოს დაინიშნა. ვადიმ პროსტაიკო იყო ნატოში უკრაინის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კანადაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG