Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი ტურიზმის საერთაშორისო ასოციაციას შეუერთდა


საქართველოს დედაქალაქი ტურიზმის საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდა. თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ჰელსინკიში გაიმართა სამიტი „გონიერი ტურიზმი-ქალაქების განვითარებისა და ინოვაციების გზა,“ რომელზეც თბილისი საერთაშორისო ასოციაციას შეუერთდა.

კალაძის განმარტებით, ასოციაცია წევრ ქალაქებს აძლევს ტურიზმის სფეროში აქტიური თანამშრომლობის, ინდუსტრიულ ასოციაციებთან ახალი კავშირების დამყარების, თემატური და ბიზნეს შეხვედრების და ტურისტული პროდუქტებისა და ცნობადობის გაზრდის შესაძლებლობას.

დედაქალაქის მერის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მსოფლიომ გაიცნოს საქართველო და თბილისი.

"გვაქვს ბევრი უბანი, შენობა-ნაგებობები, ვამაყობთ ჩვენი მრავალფეროვანი კულტურით და ტრადიციებით. გვაქვს უგემრიელესი სამზარეულო, ძალიან მაგარი ღვინო და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი - ვართ ძალიან მაგარი ხალხი, სტუმართმოყვარე ერი. ნებისმიერი ერთი ადამიანი, ვინც უცხო ქვეყნიდან ჩამოდის საქართველოში, სტუმრობს თბილისს, შემდეგ აუცილებლად ბრუნდება მეგობრებითა და ოჯახებით" - განაცხადა კახა კალაძემ 4 სექტემბერს, თბილისის მთავრობის სხდომაზე.

დედაქალაქის მერის თქმით, ტურიზმის მიმართულებას ხელშეწყობა და თანადგომა სჭირდება.

XS
SM
MD
LG