Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პატრიოტთა ალიანსი“ 15 სექტემბრიდან პერმანენტულ აქციებს გეგმავს


ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი
ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი

„ვეუბნებით ამერიკას და ევროპას, ნუ მფარველობთ სააკაშვილებს და ბოკერიებს, მათ ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს. იყავით ქართველი ხალხის გვერდით, მხარი ქართველ ხალხს დაუჭირეთ“, - ამბობს „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც პარტიის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა. მიმართვაში ირმა ინაშვილი აღნიშნავს, რომ მათი სურვილია პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან, სოხუმთან და ცხინვალთან:

მსოფლიოში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. დიდი სახელმწიფოები მიდიან მესამე მსოფლიო ომისკენ. სააკაშვილებს და ბოკერიებს ამაში ჩვენი ჩართვა სურთ. რასაც მოჰყვება საქართველოს სრული დაშლა. ჩვენ არ გვინდა ომი, ჩვენ გვინდა მშვიდობა. ჩვენ გვინდა სამხედრო მიუმხრობლობა, ჩვენ გვინდა პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან, სოხუმთან ცხინვალთან. ჩვენ ვითხოვთ დაისაჯონ სააკაშვილები და ბოკერიები“,- აღნიშნავს ირმა ინაშვილი.

ამავე ვიდეომიმართვაში „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით თარხან-მოურავი მოქალაქეებს 8 სექტემბერს სპორტის სასახლეში, 15 სექტემბერს კი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, 15 სექტემბერს შეკრების შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია აღარ დაიშლება.

XS
SM
MD
LG