Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი 6 თვით უგრძელებს სანქციებს რუსეთის წარმომადგენლებს და უკრაინელ სეპარატისტებს


4 სექტემბერს ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, 6 თვით გაუგრძელონ სანქციები 170 ოფიციალურ პირს რუსეთიდან და უკრაინის სეპარატისტული რეგიონებიდან, სასევე 44 იურიდიულ პირს.

როგორც ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება ევროკავშირის ანონიმ წყაროებზე დაყრდნობით, სანქციების გაგრძელებას ოფიციალურად დაამტკიცებენ მომავალ კვირაში. სანქციები მოიცავს სავიზო შეზღუდვებს და ანგარიშების გაყინვას და ისინი 2020 წლის მარტამდე იმოქმედებს.

სანქციების სია დაწესდა მას მერე, რაც 2014 წელს რუსეთმა ხელში ჩაიგდო უკრაინის კუთვნილი ყირიმის რეგიონი. შემდგომ წლებში სია გაიზარდა, ვინაიდან მოსკოვი განაგრძობდა სეპარატისტების მხარდაჭერას აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში, რომელსაც 2014 წლის აპრილიდან დღემდე 13 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG