Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გირჩის" პასუხი ირაკლი ღარიბაშვილს - ეს არის ბნელებისთვის გადაყრილი საკენკი


თავდაცვის მინისტობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ "გირჩის" მიერ შექმნილი "ბიბლიური თავისუფლება" "სექტაა, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას", პოლიტიკური გაერთიანება „გორჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე „ბნელებისთვის გადაყრილ საკენკად“ აფასებს.

„სავალდებული სამხედრო სამასახური არის ჩვეულებრივი დაკანონებული მონობა, ამას რომ თავი დავანებოთ ის არის ძვირი და ჩვენნაირი ეკონომიკის ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, რომ ჰქონდეს ასეთი სავალდებული სამსახური, ამიტომ სავალდებული სამხედრო სამსახური არის გასაუქმებელი. ცხდაია ამას ღარიბაშვილი ვერასოდეს გაიგებს, იმიტომ, რომ მას ამის ცოდნა არ ეყოფა, რომ ეს გაიაზროს. ამიტომ მისთვის ამის ახსნას აზრი არ აქვს. ერთადერთ თვისება რის გამოც ის თანამდებობაზე ხვდება არის ის, რომ ის არის ივანიშვილის პირადი ერთგული ადამიანი და მეტი არაფერი. მე მგონია, რომ მისი ეს გამოხტომა არის უბრალოდ გადაყრილი საკენკი ბნელებისთვის და საპატრიარქოსთვის, რომელსაც დღიდან შექმნისა აღიზიანებს „ბიბლიური თავისუფლება“, მაგრამ რეალური ნაბიჯების გადადგმას ვერც გაბადევს და ვერც შეძლებს“,- ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე.

ზურა ჯაფარიძე, ამ საკითხთან საკავშირებით ფეისბუკის პირად გვერდზეც დაწერა პოსტი:

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ერთ-ერთ პირველ და მთავარ საზრუნავად დაასახელა სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის დასრულება.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას ღარიბაშვილმა კატასტროფა და ტრაგედია უწოდა სავალდებულო სამხედრო გაწვევის სფეროში ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG