Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქება მოხდა ქაბულში, საელჩოების რაიონის მახლობლად


გავრცელებული ცნობებით, 5 სექტემბერს სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა ქაბულში, როცა ერთ-ერთ საკონტროლო გამშვებ პუნქტთან დანაღმული მანქანა აფეთქდა უბანთან, სადაც მდებარეობს საელჩოები, სამთავრობო შენობები და ნატოს ადგილობრივი შტაბ-ბინა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა. მიმდინარე კვირაში ქაბულში ეს მეორე მსხვილი აფეთქებაა, იმ ფონზე, როცა აშშ, თალიბანი და ავღანეთის ოფიციალური პირები, გავრცელებული ცნობებით, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ფინალურ, ინტენსიურ ფაზაში არიან. შეთანხმებამ უნდა დაასრულოს ავღანეთში 18 წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 5 სექტემბერს აფეთქებული მანქანა დანაღმული მიკროავტობუსი იყო, ინციდენტი ადგილობრივი დროით დილის 10 საათსა და 10 წუთზე მოხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG