Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა MH17-ის ჩამოგდების საქმეში ეჭვმიტანილი


კიევის სასამართლოს განაჩენით, პატიმრობიდან გათავისუფლდა ვლადიმერ ცემახი, პირი, რომელსაც, ჰოლანდიელი პროკურორების ცნობით, პირდაპირი კავშირი აქვს ხუთი წლის წინ, აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი MH17 თვითმფრინავის ჩამოგდებასთან.

კიევის სააპელაციო სასამართლომ 5 სექტემბერს განაცხადა, რომ იგი უნდა გათავისუფლდეს დაბარებისთანავე გამოცხადების პირობით.

გავრცელებული ცნობებით, უკრაინის მოქალაქე ციმახი ხელმძღვანელობდა საჰაერო თავდაცვის უწყებას რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების რიგებში, ქალაქში, რომლის სიახლოვესაც ჩამოვარდა თვითმფრინავი.

თვითმფრინავი, რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა, 2014 წლის ივლისში ჩამოგდებულ იქნა რუსეთში დამზადებული რაკეტით ტერიტორიიდან, რომელსაც აკონტროლებდნენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები. დაიღუპა ბორტზე მყოფი 298-ვე ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG