Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ექსპრეზიდენტ ქოჩარიანის პატიმრობა


სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის დაკავება "არაკონსტიტუციური" იყო.

ქოჩარიანს ბრალად სდებენ საკონსტიტუციო წესრიგის დამხობას, ბოლო კვირებში მისი ათწლიანი მმართველობისა, რომელიც 2008 წლის აპრილში დასრულდა.

ქოჩარიანის ადვოკატმა, არამ ვარდევანიანმა ჟურნალისტებს 4 სექტემბერს უთხრა, სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ჩემი კლიენტი არ შეიძლება პატიმრობაში დარჩესო. ჯერჯერობით გაურკვეველია გაათავისუფლებენ თუ არა ექსპრეზიდენტს.

უწინ ქოჩარიანი უკვე გაათავისუფლეს პატიმრობიდან, მას შემდეგ, რაც სასამართლომ შეწყვიტა მის, და სხვა ოფიციალური პირების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ შემდეგ ის ხელახლა დააპატიმრეს, რადგან ივნისში სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა.

2008 წლის აპრილში, მას შემდეგ, რაც წინა თვეში ჩატარდა კამათის საგნად ქცეული საპრეზიდენტო არჩევნები, ქოჩარიანმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, შეტაკებების შემდეგ, რომლებსაც ემსხვერპლა სულ მცირე რვა ადამიანი, მათ შორის პოლიციელები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG