Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ჩადის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე, ფილიპ რიკერი


ფილიპ რიკერი
ფილიპ რიკერი

სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპის და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერი, 6 სექტემბერს გეგმავს საქართველოს დედაქალაქში ჩასვლას, თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

წინასწარი ინფორმაციით, იგი „შეუერთდება რეგიონული ექსპერტების, ქართველი პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ბიზნესმენების“ ფორუმს. მასზე იმსჯელებენ იმ პრობლემებზე, რომლებიც გავლენას ახდენს საქართველოს დემოკრატიულ პროგრესსა და ქვეყნის ტრანსატლანტიკურ არჩევანზე, ასევე აშშ-ის მზარდ მხარდაჭერაზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 5 სექტემბრის ცნობაში.

საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც, ორგანიზატორების თქმით, ერთად უყრის თავს „საქართველოს ყველა სტრატეგიულ მოკავშირეს“, იმართება იმ დროს, როდესაც ქვეყანაში კიდევ ერთხელ იცვლება მინისტრთა კაბინეტი მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერის, მილიარდერი ბიზნესმენისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, გადაწყვეტილების საფუძველზე.

მმართველმა ძალამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაასახელა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, რომლის გადადგომის მოთხოვნით თბილისში კვლავ გრძელდება 20 წლის ივნისიდან დაწყებული უწყვეტი საპროტესტო აქცია.

ფილიპ რიკერი თბილისში გეგმავს, შეხვდეს საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებს, კანონმდებლებს და ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG