Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე ოთხი კანდიდატია წარდგენილი


ოთხ კანდიდატს შორის უნდა გამოვლინდეს გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს თავმჯდომარის პოსტზე იუკია ამანოს მემკვიდრე.

არგენტინელ, ბურკინა ფასოელ, რუმინელ და სლოვაკ კანდიდატებს შორისაა ახლა მოქმედი თავმჯდომარე, რუმინელი კორნელ ფერუცა, განაცხადა სააგენტომ 6 სექტემბერს.

სხვა კანდიდატები არიან არგენტინის ელჩი გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოში, რაფაელ მარიანო გროსი, ბირთული გამოცდის აკრძალვის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი, ლასინა ზერბო ბურკინა ფასოდან და მარტა ზიაკოვა, სლოვაკეთის ბირთვული რეგულირების უწყების ხელმძღვანელი.

ამანოს მემკვიდრეს ირჩევენ ოქტომბერში. სააგენტოს საბჭოს წევრი 35 ქვეყნიდან კენჭისყრაში გამარჯვებისთვის 24 წევრის მხარდაჭერაა საჭირო. ფერუცა ამანოს სიკვდილის შემდეგ ხელმძღვანელობს ორგანიზაციას და ახალი თავმჯდომარის არჩევამდე დარჩება პოსტზე. სააგენტოსთვის ახლა მნიშვნელოვანი პერიოდია, რადგან მას უწევს ირანის ბირთვული პროგრამის გამო დადებული შეთანხმების პირობების შესრულების გაკონტროლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG