აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა მინიშნება გააკეთა, რომ ირანი შესაძლოა უახლოვდებოდეს ახალ მოლაპარაკებას მიუხედავად იმისა, რომ თეირანმა ნაბიჯი გადადგა თავისი ბირთული პროგრამის შეზღუდვის თაობაზე საერთაშორისო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების ზოგიერთი პირობის დარღვევისკენ.
ესპერის განცხადება მოჰყვა თეირანის წუხანდელ მიმართვას ევროკავშირისადმი, რომ აღარ იცავს 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით ნაკისრ შეზღუდვას კვლევის და განვითარების შესახებ, რასაც აშშ-ის მიერ შეთანხმების დატოვების შემდეგ, თავის მხრივ, ბირთვული ვალდებულებებისთვის უარის თქმის „მესამე ნაბიჯი“ უწოდა.
ესპერმა ლონდონში, კვლევით ცენტრ „Royal United Services Institute“-ში გამოსვლისას თქვა, რომ ირანი უახლოვდება ადგილს, როცა შესაძლებელი გახდება მოლაპარაკება, და იმედი გამოთქვა, რომ ეს ასე იქნება.
მასპინძელი ქვეყნის, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა ესპერთან შეხვედრაზე 6 სექტემბერს განაცხადა, რომ არ სურს თეირანის განზრახვებზე სპეკულირება, შეფასება შეუძლია მხოლოდ ირანის მოქმედების მიხედვით.
თუ ირანთან შეთანხმება მოხდება, დასძინა უოლესმა, ბრიტანეთი აშშ-ს ამ გზაზე დახმარებას გაუწევს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა ბლოკს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ლიდერს, ფედერიკა მოგერინის 6 სექტემბერს ამცნო წერილობით, რომ ირანი ბირთვულ კვლევას განაახლებს. ირანის მედიის თანახმად, ირანის ატომური ენერგეტიკის სააგენტო 7 სექტემბერს ამცნობს მსოფლიოს თავისი მომდევნო ნაბიჯის დეტალებს.
გერმანიის საგარეო საქმთა სამინისტროს წარმომადგენელმა მოუწოდა ირანს, ვითარებას კიდევ უფრო ნუ გაამწვავებს.
მისი თქმით, არსებული დაძაბულობის განმუხტვის მიმდინარე შემოთავაზებების გათვალისწინებით თეირანის განცხადებები არ არის სწორი სიგნალი.
ევროკავშირის მხრიდან, ფედერიკა მოგერინის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ბლოკის მხრიდან ბირთვული შეთანხმების ერთგულება დამოკიდებულია ირანის მიერ პირობების შესრულებაზე ად მოუწოდა ირანს, აღარ დაარღვიოს პირობები.
ირანის ახალი ამბების სააგენტოს მოჰყვავს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯავად ზარიფის სიტყვები, რომ დროა ევროპელებმავალდებულებების დარღვევა შეწყვიტონ და თავიანთი დაპირებები შეასრულონ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახლახან გაავრცელა ცნობა, რომ შესაძლებელია ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანისთან შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის დროს ნიუ იორკში.
ტრამპი ირანზე „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანიას წარმართავს ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გამოსვლის და თეირანისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების შემდეგ, რამაც დიდი ზარალი მიაყენა ირანის ეკონომიკას და ეროვნულ ვალუტას.
6 სექტემბერს ზარიფმა ტვიტერით დაწერა, რომ აშშ ეწევა „ეკონომიკურ, ტერორიზმს ირანის, ჩინეთის, რუსეთის, კუბისა და სირიის წინააღმდეგ“.