Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის დუმის ყოფილ დეპუტატზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა


რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა რუსეთში ავტომობილების უდიდესი სავაჭრო კომპანიის, „როლფის“ დაფუძნებლის, რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატის, სერგეი პეტროვის საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

პეტროვს ბრალად ედება უკანონო გზით უცხოეთში ოთხი მილიარდი რუბლის გატანა. წაყენებული მუხლით, მას ათწლიანი პატიმრობა ემუქრება.

პეტროვი დუმის დეპუტატი იყო 2007 და 2011 წლებში. უმრავლესობისგან განსხვავებით ის 2011 წლის დუმის არჩევნების გაყალბების მიმართ პროტესტს ემხრობოდა და მხარი არ დაუჭირა გახმაურებულ კანონებს.

პეტროვი არ იღებდა მონაწილეობას, როცა ყირიმის ანექსიას უყარეთ რუსეთის კანონმდებლებმა კენჭი.

პეტროვი ფიქრობს, რომ მისი სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად არის მოტივირებული. მეწარმე ვენაში ცხოვრობს. ამბობს, რომ არ ეშინია, რომ გადაცემენ რუსეთს, რადგან ავსტრიის მოქალაქეა.

ის ყოფილი სამხედრო მფრინავია. 1982 წელს გარიცხეს კომუნისტური პარტიიდან და გაიწვიეს სამხედრო სამსახურიდან ანტისაბჭოთა აგიტაციისთვის. 1991 წელს დაარსა „როლფი“, რომელიც რუსეთში უდიდესი საავტომობილო სავაჭრო ფირმა გახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG