Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციონერი ილია იაშინი გაათავისუფლეს ზედიზედ ხუთი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ


მოსკოვის მუნიციპალიტეტის დეპუტატმა ილია იაშინმა 7 სექტემბერს დატოვა საგამოძიებო იზოლატორი, სადაც ზედიზედ ხუთი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა მოიხადა. ცნობა თავისი გათავისუფლების შესახებ იაშინმა „ფეისბუკით“ გაავრცელა. იგი პატიმრობაში იმყოფებოდა 29 ივლისის შემდეგ.

ყველა წინა სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ, იაშინს კვლავ აკავებდნენ და აპატიმრებდნენ. პოლიტიკოსი მოსკოვის საქალაქო საბჭოს დაურეგისტრირებელი კანდიდატების მხარდამჭერი აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

იაშინი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ათეულ დამოუკიდებელ კანდიდატს შორის, რომლებიც საარჩევნო კომისიამ არჩევნებზე არ დაუშვა, რასაც მოსკოვში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციის მრავალი მონაწილე ხელისუფლებამ ადმინისტრაციული პატიმრობით დასაჯა. ზოგიერთმა სასჯელი რამდენჯერმე მოიხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG