Accessibility links

site logo site logo

რუსეთში მიმდინარეობს ერთიანი არჩევნების დღე


რუსეთში მიმდინარეობს არჩევნები, მუნიციპალურ და ფედერალურ დონეზე, რომლის დროსაც ქვეყანაში გუბერნატორებს, ქალაქის მერებსა და საკანონმდებლო ორგანოების დეპუტატებს ირჩევენ.

პირველად საარჩევნო უბანი გაიხსნა ჩუკოტკაში, სადაც ხმის მიცემა უკვე დასრულდა. სახალინში გუბერნატორის არჩევნებში, საარჩევნო უბნის დახურვამდე ორი საათით ადრე, ხმა მისცა ამომრჩეველთა 35%-მა.

რუსეთში წინასაარჩევნო კამპანიას ახლდა მასობრივი საპროტესტო აქციები მოსკოვში და საარჩევნო ხელისუფლების მიმართ ნდობის მნიშვნელოვანი შემცირება. გამოვლინდა რამდენიმე დარღვევა, მაგალითად, კრასნოიარსკისა და ტუვის საზღვარზე ცეცხლი გაუხსნეს ავტობუსს, რომელშიც დამკვირვებლები და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. ისინი რესპუბლიკის უმაღლესი ხურალის არჩევნების გასაშუქებლად მიემართებოდნენ.

ამის შესახებ ცნობა ფეისბუკით გაავრცელა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი ნატაროვმა. სროლის შედეგად არავინ დაზარალებულა. პოლიციის ცნობით, ნიღბიანი თავდამსხმელები ცხენებზე ისხდნენ. ისინი ავტობუსის საბურავებს ესროდნენ.

რუსეთის ხელისუფლებამ არჩევნებში არ დაუშვა დამოუკიდებელი კანდიდატების უმრავლესობა. ამის შემდეგ რუსეთის დედაქალაქში ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა საპროტესტო აქციები. ზოგიერთი არასანქცირებული იყო. პოლიციამ დააკავა დაახლოებით 3 ათასი ადამიანი. ხელისუფლებამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებში პატიმრობა მიესაჯა ხუთ პირს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG