Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან კობერიძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის სხდომა დატოვეს


დეპუტატები ლევან კობერიძე და ლევან გოგიჩაიშვილი
დეპუტატები ლევან კობერიძე და ლევან გოგიჩაიშვილი

„თქვენ თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაამთავრებთ, თქვენც დამთავრდებით იმიტომ, რომ სისტემა, რასაც თქვენ აშენებთ, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას პარლამენტის დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ მთავრობის მაშველი რგოლი უწოდა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, ლევან კობერიძემ.

გოგიჩაიშვილმა და კობერიძემ „ქართული ოცნების“ მთავრობა დაადანაშაულეს იმაში, რომ ინარჩუნებს და თავად იყენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობიდან შემორჩენილ მოსამართლეებს და პროკურორებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ ადამიანების მკვლელობის და წამების საქმეების გაყალბებასა და უკანონოდ გასამართლებასთან.

ლევან კობერიძემ გიორგი გახარიას მიმართა, რომ დღეს ის ბიუროკრატიად წარმოაჩენს „დამნაშავე მოსამართლეებს“ და სურს შეინარჩუნოს სისტემა, რომლის გამოც ადამიანები აღშფოთებულნი იყვნენ.

„ეხლა დარბაზში შემოვიდა თქვენი პოლიტიკური მაშველი რგოლი „ნაციონალური მოძრაობა“ და შეგიძლიათ, ერთმანეთთან განაგრძოთ საუბარი, კარგად გამოგდით. არგუმენტებიც ერთმანეთს მოუყვანოთ და აბრალოთ ყველაფერი ცუდი, რაც მოხდა. აღარ ვხედავ აზრს, რომ დარბაზში ვიჯდე და თქვენს ფსევდოინტელექტუალურ პოლიტიკურ ცეკვას ვუყურო“, - განაცხადა ლევან კობერიძემ და დარბაზი დატოვა.

რამდენიმე წუთის შემდეგ დარბაზი დატოვა ლევან გოგიჩაიშვილმაც: „ეხლა დაგტოვებთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და გეტყვით, რომ თქვენ ხართ წარსული იმიტომ, რომ ორივე ხართ ავტორიტარული სისტემა. სხვა თქვენ მეტი არაფერი არ იცით“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG