Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: რა განსხვავება იყო თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვსა და სერგი კაპანაძეს შორის


პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნდობის გამოცხადების შემდეგ გიორგი გახარიამ ოპოზიციასთან 7 სექტემბერს გამართული შეხვედრა შეაფასა.

„ევროპულმა საქართველომ“ ხელში ჩაიგდო მიკროფონი და კითხვაზე პასუხის გაცემის უფლება არ მომცეს. თქვეს, რომ თუ მოგვეწონება, რასაც გვეტყვი, ჩაგირთავთ მიკროფონს, თუ არ მოგვეწონება, არ ჩაგირთავთო. მე მართლა ვერ ვხედავ, რა განსხვავება იყო ამ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვსა და სერგი კაპანაძეს შორის. სერგი კაპანაძე არის ჩვეულებრივი ქართველი გავრილოვი. განსხვავება იქ არ არის“, - ამბობს გიორგი გახარია.

მისი თქმით, ადამიანი, რომელიც „ევროპულ საქართველოს“ წარმოადგენს და ევროპულ, დემოკრატიულ ფასეულობებზე ლაპარაკობს, გიგა ბოკერიას ბრძანებას ელოდებოდა, ჩაერთო თუ არა მიკროფონი.

„ჩვენ პერსონალურად არავის ვერჩით, მაგრამ ასეთ პოლიტიკურ კულტურას დავასრულებთ და ამაში მოგვეხმარება ჩვენი ამომრჩეველი“, - ამბობს გიორგი გახარია.

საქართველოს პარლამენტმა 8 სექტემბერს ერთხმად (98 ხმით) ნდობა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მინისტრთა კაბინეტს.

კონსტიტუციის თანახმად, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, ის დანიშნულად ჩაითვლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG