Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 კაცი დაიჭრა ბაღდადში მომხდარი აფეთქებების შედეგად


ერაყის დედაქალაქში წუხელ რამდენიმე აფეთქება მოხდა, რომლის დროსაც დაიჭრა 14 კაცი. დაღუპულების შესახებ ცნობები არ არის.

აფეთქებებზე პასუხისმგებლობა მომხდარისთანავე არავის აუღია.

ერაყის უსაფრთხოების უწყების ანონიმი მაღალი რანგის წარმომადგენლის თქმით, აფეთქებები ბაღდადის ერთბაშად რამდენიმე კომერციულ რაიონში მოხდა.

ერაყის ხელისუფლებამ 2017 წელს გამოაცხადა გამარჯვება ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში, მაგრამ დაჯგუფება კვლავ აგრძელებს თავდასხმებს მოსახლეობაში გაფანტული თავისი წევრების ხელით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG