Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტთან სამი პირი დააკავეს


პოლიციელებმა საქართველოს პარლამენტთან დააკავეს სამი პირი, მათ შორის, პარლამენტის ყოფილი წევრი ბეჟან გუნავა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქცია „სირცხვილიას“ გასაპროტესტებლად მივიდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები. ისინი პოლიციის კორდონის გარღვევას და აქციის მონაწილეთა გაძევებას შეეცადნენ.

„ამათი ადგილი არ არის რუსთაველზე. რუსთაველი არის ის გამზირი, სადაც ერის ბედი წყდებოდა, სადაც ერის მამები და ეროვნული მოძრაობა იყო. ეს ერის გამყიდველები, რომლებმაც აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩააბარეს, ასიათასობით ადამიანს ქონება წაართვეს, ქუჩაში ბავშვები დახვრიტეს, პირადად მე გამისწორდნენ, ჩვენ ამათ აქედან გავაძევებთ“, - აცხადებდა დაკავებამდე ბეჟან გუნავა.

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ბეჟან გუნავა და კიდევ ორი პირი დაკავებულნი არიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის. მათ ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობა.

XS
SM
MD
LG