Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში ღირსეული კანდიდატები მონაწილეობენ


„შესაძლოა ზოგიერთ ქვეყანაში იყოს 30, 50, 100 კანდიდატი. მათი მუშაობის ხარისხი ამით არ იცვლება. რაოდენობა კი არა, ხარისხია მნიშვნელოვანი. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ღირსეული კანდიდატები გვყავს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საარჩევნო უბანზე 8 სექტემბერს, როდესაც ჰკითხეს, ამჩნევს თუ არა კანდიდატებს შორის მრავალფეროვნებას.

რუსი ოპოზიციონერი ლიუბოვ სობოლი, მოსკოვის საქალაქო საბჭოს ყოფილი კანდიდატი, ამჟამინდელ არჩევნებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საბოლოოდ „დასამარდა ილუზია რუსეთში დემოკრატიული არჩევნებზე“. ოპოზიციის წევრი რამდენიმე დღით ადრე დააპატიმრეს საპროტესტო დემონსტრაციებში მისი როლის გამო.

„ჩვენ გვაქვს უფლება, დავაყენოთ ჩვენი წარმომადგენლების კანდიდატურა მოსკოვის საქალაქო საბჭოს და მუნიციპალური კრებების არჩევნებში, მაგრამ ამის გაკეთება აგვიკრძალეს“, - განაცხადა ლიუბოვ სობოლმა.

8 სექტემბერს რუსეთში მიმდინარეობს ერთიანი არჩევნები, მუნიციპალურ და ფედერალურ დონეზე, რომლის დროსაც ქვეყანაში გუბერნატორებს, ქალაქის მერებსა და საკანონმდებლო ორგანოების დეპუტატებს ირჩევენ.

რუსეთის ხელისუფლებამ არჩევნებში არ დაუშვა დამოუკიდებელი კანდიდატების უმრავლესობა. ამის შემდეგ რუსეთის დედაქალაქში ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა საპროტესტო აქციები. ზოგიერთი არასანქცირებული იყო. პოლიციამ დააკავა დაახლოებით 3 ათასი ადამიანი. ხელისუფლებამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებში პატიმრობა მიესაჯა ხუთ პირს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG