Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში აშშ-ისა და რუსეთის მორიგი კონსულტაციები გაიმართება


ჯონ სალივანი
ჯონ სალივანი

აშშ-ის და რუსეთის მაღალი რანგის დიპლომატები ვენაში 9 სექტემბერს კონსულტაციების მორიგ რაუნდს გამართავენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ სალივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანტიტერორიზმის საკითხებში, ოლეგ სირომოლოტოვი, რომელმაც რუსულ სააგენტოს „ტასს“ უთხრა, რომ სხვა საკითხებთან ერთად დღის წესრიგში შედის ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობა ავღანეთში.

„მიუხედავად რუსეთის მიერ მადესტაბილიზებელი მოქმედებით გამოწვეული შეშფოთებისა, აშშ ცდილობს გამოიყენოს ეს დიალოგი, როგორც პლატფორმა ისეთი ინფორმაციების გაცვლის ხელშესაწყობად, რომელსაც შეუძლია ტერორიზმისგან დაიცვას აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მოსახლეობა და სახელმწიფოებრივი ინტერესები“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობაში.

წინა კონსულტაციები სალივანსა და სირომოლოტოვის მონაწილეობით ავსტრიის დედაქალაქში შარშან დეკემბერში გაიმართა და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, სირიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში რუსეთის როლს და, ასევე, აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას შეეხებოდა.

XS
SM
MD
LG