Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოჩინოშინმა სექტემბრის ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა


ლევან გორგაძე
ლევან გორგაძე

ლევან გორგაძემ აკი ბაშოზე პირველი ქულა აიღო. ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა სეკიტორიმ სექტემბრის სუპერტურნირის მესამე ტურში მაეგაშირა ჰოკოტოფუჯი გადააგდო დოჰიოდან და უარყოფითი ბალანსი მინიმუმამდე შეამცირა.

გორგაძე მიმდინარე ბაშოზე კადობანშია ჩაყენებული, რაც ნიშნავს, რომ თუ შეჯიბრებას დადებითი ბალანსით - კაჩი-კოშით არ დაასრულებს, ოძეკის წოდებას დაკარგავს.

11 სექტემბერს მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართება და ტოჩინოშინის მეტოქე კომუსუბი აბი იქნება, რომელსაც ქართველი ოძეკი აქამდე ხუთჯერ დაეჭიდა და სამჯერ მოუგო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG