Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენცოვი კინოს გადაღებას და წიგნების გამოცემას აპირებს


ოლეჰ სენცოვი და ალექსანდრ კოლჩენკო
ოლეჰ სენცოვი და ალექსანდრ კოლჩენკო

უკრაინელი კინორეჟისორი ოლეჰ სენცოვი, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლის შედეგად გათავისუფლდა, აპირებს კინოს გადაღებას და კიევში ცხოვრებას, სადაც უკვე მისი ქალიშვილიც ჩავიდა.

10 სექტემბერს კიევში გაიმართა ოლეჰ სენცოვისა და მემარცხენე აქტივისტის, ალექსანდრ კოლჩენკოს პრესკონფერენცია, რომელსაც 300-მდე გამოცემის ჟურნალისტი ესწრებოდა.

ოლეჰ სენცოვმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ პატიმრობის დროს ბევრს კითხულობდა და მიმოწერა ჰქონდა როგორც ახლობლებთან, ისე სრულიად უცნობ ადამიანებთან. მან პატიმრობის დროს მიღებული ყველა წერილი თან ჩამოიტანა და მათ გადაყრას არ აპირებს, იმდენად ძვირფასია მისთვის. გარდა ამისა, პატიმრობის დროს სენცოვმა დაწერა სცენარი და ორი წიგნი, ერთ-ერთი მოთხრობების კრებული „მარკიტერი“, მალე გამოქვეყნდება, მეორე კი - მომავალ წელს გამოვა.

რუსეთმა და უკრაინამ 7 სექტემბერს გაცვალეს 70 კაცი, მათ შორის, უკრაინელი კინორეჟისორი ოლეჰ სენცოვი, რომელსაც რუსეთი ბრალს სდებდა ანექსირებულ ყირიმში ტერორისტული აქტის მზადებაში.

პატიმრების გაცვლას მიესალმნენ დასავლეთის ქვეყნები და საერთაშორისო ინსტიტუტები. ნატოს პრესმდივანმა ოანა ლუნჯესკუმ პატიმრების გაცვლას უწოდა „ნაბიჯი სწორი მიმართულებით“.

XS
SM
MD
LG