Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

DW: სათაურში "მოსკოვის კაცი" თავიდანვე მონიშნული იყო როგორც ციტატა


გერმანული საერთაშორისო საზოგადოებრივი მაუწყებელი "დოიჩე ველე" (DW) რიტორიკული კითხვით აფასებს კახა კალაძის განცხადებას.

"როგორ ფიქრობთ, რა პასუხი შეიძლება გვქონდეს ამაზე?!" - უთხრეს რადიო თავისუფლებას DW-ში.

DW-ს მასალას - "საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად 'მოსკოვის კაცს' დაუჭირა მხარი" - თბილისის მერმა და ხელისუფლების ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ შეკვეთილი უწოდა.

"ჩვენ ბევრი გვინახავს ასეთი შეკვეთილი სტატიები, ეს პირველი არ არის და, ალბათ, არც უკანასკნელი“, - თქვა მან.

ვერა ტელმანი, "დოიჩე ველეს" კომუნიკაციების უფროსის მოადგილე, რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ მასალის ჰედლაინი არასდროს ყოფილა მცდარი. სათაურში "მოსკოვის კაცი" თავიდანვე მონიშნული იყო როგორც ციტატა, თუმცა მკითხველისა და გერმანიაში საქართველოს საელჩოს კომენტარებიდან გამომდინარე, DW-ს რედაქტორმა "ტექსტში მანამდე არსებული განმარტება - 'რომელსაც ოპოზიციამ ცოტა ხნით ადრე უწოდა "მოსკოვის კაცი" - დაამატა შესავალში [ინტროში], რათა ცხადი გამხდარიყო, რომ სათაურში გამოყენებული ფორმულირება ციტატა იყო", - ამბობს ტელმანი.

მისივე თქმით, სხვა ცვლილება არ ყოფილა. DW მასალებს არედაქტირებს მხოლოდ რაიმეს დაზუსტების მიზნით.

საკამათო მასალა DW-ს ვებსაიტზე 9 სექტემბერს გამოქვეყნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG