Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სემეკი უარყოფს, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გადახედვაზე მსჯელობს


საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) აცხადებს, რომ ზოგიერთი მედიასაშუალებით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების შესახებ: „არასწორი ინფორმაციიდან გამომდინარე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კომისიაში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფების გადახედვის პროცესი ამ ეტაპზე საერთოდ არ მიმდინარეობს“.

მარეგულირებელი კომისიის განმარტებით, სამომხმარებლო ტარიფები დადგენილია 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და მათი არაგეგმურად გადახედვის მოთხოვნით ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებს სემეკ-ში განაცხადები არ წარუდგენიათ.

„რაც შეეხება ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფებს, დღეისათვის კომისიაში მიმდინარეობს ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების დადგენის გეგმური პროცესი, რაც განპირობებულია იმით, რომ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიებისათვის დღეს მოქმედი ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები დადგენილია 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ტარიფების დადგენა ხდება სატარიფო მეთოდოლოგიების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც კომპანია ვალდებულია კომისიას წარუდგინოს სატარიფო განაცხადი მომდევნო პერიოდის სატარიფო განაკვეთების დადგენის მიზნით. სატარიფო განაცხადი არ შეიცავს ტარიფის ზრდის ან შემცირების მოთხოვნას და მოიცავს მხოლოდ კომპანიის გასული წლის ფაქტობრივ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს“, - ნათქვამია სემეკ-ის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG