Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტყობინებიან, რომ პუტინის ადმინისტრაციაში CIA-ის სავარაუდო ინფორმატორი თავისი ბინიდან გადავიდა


სახლი, რომელიც ოლეგ სმოლენკოვს ეკუთვნის.
სახლი, რომელიც ოლეგ სმოლენკოვს ეკუთვნის.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სავარაუდო ინფორმატორმა, ოლეგ სმოლენკოვმა დატოვა თავისი ბინა ვირჯინიაში. ამის შესახებ რადიო თავისუფლების კორესპონდენტს უთხრა სმოლენკოვის ერთ-ერთმა მეზობელმა სტაფორდის ოლქში.

სმოლენკოვის სახელი მანამდე ფიგურირებდა გავრცელებულ ინფორმაციაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ მაღალი რანგის რუსი მოხელის გადაბირების თაობაზე.

მედიის თანახმად, აშშ-ის დაზვერვის თანამშრომელი ათწლეულების განმავლობაში იქმნიდა რუსეთის მოხელის კარიერას, 2017 წელს კი ის რუსეთიდან გაიყვანეს გამოაშკარავების საფრთხის გამო.

ამერიკელი ჟურნალისტების თანახმად, სადაზვერვო სამმართველოს აგენტი არ შედიოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უახლოეს წრეში, მაგრამ რეგულარულად ხვდებოდა მას. სავარაუდოდ, მანვე გადასცა ამერიკელებს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტი პირადად ხელმძღვანელობდა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის ოპერაციას.

XS
SM
MD
LG