Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარიამ რასმუსენს მადლობა გადაუხადა ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ NATO-ს ყოფილ გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია და მთავრობა ამ კურსის ერთგულია. პრემიერის განცხადებას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესრელიზის თანახმად, ანდერს ფოგ რასმუსენს, რომელიც თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფება, მთავრობის მეთაურმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა საქართველოს მიღწევები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მომავალშიც დაუჭერს მხარს ქვეყანას ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. პრემიერ-მინისტრმა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და სამშვიდობო პოლიტიკისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა. ანდერს ფოგ რასმუსენმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატებები უსურვა“, - იტყობინება მთავრობის ადმინისტრაცია.

XS
SM
MD
LG