Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იმყოფება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი


ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ბრიტანელი პოლიტიკოსი მედლინ მუნი.

დღეს, 12 სექტემბერს მედლინ მუნი შეხვედრებს საქართველოს პარლამენტში გამართავს.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, „ნაციონალური მოძრაობის,“ „ევროპული საქართველოს“ და „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციების და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს შეხვდება.

13 სექტემბერს მედლინ მუნი ჩავა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში. იმავე დღეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი შეხვდება ნატოს სამეკავშირეო ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს.

მედლინ მუნი მოინახულებს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს.

XS
SM
MD
LG